ტურიზმის ფაკულტეტი

ტრენინგი თემაზე: „ინტერკულტურული უნარ-ჩვევების განვითარება სამუშაო გარემოში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წლის 5-6 ივნისს ბსუ-ში, დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრში (CEF_ბათუმი), ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ინტერკულტურული უნარ-ჩვევების განვითარება სამუშაო გარემოში“. ტრენინგს უძღვებოდა ფრანგულენოვანი სტაჟიორი-ტრენერი, მატილდ ბერტრანი.

ტრენინგი მიმდინარეობდა ფრანგულ ენაზე და მასში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის ფრანკონომა სტუდენტებმა. მონაწილეებმა განიხილეს კულტურული ღირებულებები, კომუნიკაციის სტილები და ქცევითი ნორმები, რაც ხელს შეუწყობს მათ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარებაში.

ორდღიანი ინტენსიური ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • ინტერკულტურული გამოწვევების იდენტიფიცირება რეალურ პროფესიულ გარემოში,
  • კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის სტრატეგიები,
  • თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება მრავალკულტურულ გარემოში

ღონისძიება გამორჩეული იყო ინტერაქტიული მეთოდებით, მათ შორის ჯგუფური დავალებებით, ქეისების ანალიზითა და დისკუსიებით, რამაც ხელი შეუწყო  სტუდენტების ჩართულობას და ინტერკულტურული უნარების განვითარებას.

ტრენინგმა მნიშვნელოვნად გააღრმავა მონაწილეთა ცნობიერება კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობისა და ეფექტური პროფესიული კომუნიკაციის აუცილებლობის შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს მომავალში წარმატებით ინტეგრირდნენ საერთაშორისო და მრავალკულტურულ სამუშაო გარემოში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა