16 ივნისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა სასწავლო კურსის „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში“ ფარგლებში, განახორციელეს საგანმანათლებლო ვიზიტი სასტუმრო-გამაჯანსაღებელ კომპლექსში „კასტელო მარე“.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება, სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაცნობა და პროფესიული უნარების განვითარება.
სტუდენტებს შეხვდათ მათივე თანაკურსელი ყაზახეთიდან, რომელიც უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობს და ამჟამად სასტუმროში სტაჟირებას გადის. მან ჯგუფს გაუზიარა საკუთარი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული შთაბეჭდილებები.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ზონები, შეისწავლეს სასტუმროს საორგანიზაციო სტრუქტურა და მენეჯმენტის პრაქტიკული მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, რომლებშიც განხილული იყო სასტუმროს მართვის სპეციფიკა, თანამშრომელთა პასუხისმგებლობები და მოტივაციის სისტემები.
აღნიშნული ვიზიტი ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და ხაზს უსვამს პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას ტურიზმის სფეროში.