ტურიზმის ფაკულტეტი

ვიზიტი კაპადოკიისა და ნევშეჰირის ჰაჯი ბექთაშ ველის უნივერსიტეტებში -საგანმანთლებლო და კულტურული ტური ისტორიულ კაპადოკიაში

სურათი

ბსუ-ს რექტორის მოადგილე მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2025-ის’’ სტაჟირებაში მონაწილე ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძესთან ერთად საგანმანათლებლო და კულტურული ტურით კაპადოკიაში, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გაიმართა ნევშეჰირის ჰაჯი ბექთაშ ველის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან მუთლუჰან აქინთან, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან ნილუფერ შაჰინთან და კაბადოკიის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან ილჰან ოზთუქთან. ასევე, შეხვედრები გაიმართა ჩარშამბისა და ორდუს ქართული კულტურისა და თანამეგობრობის ასოციაციის თავჯდომარეებთან და წევრებთან, ჩვენებურებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას, ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და კაპადოკიის ღირშესანიშნაობები მოინახულეს.

გასვლითი ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის" მხარდაჭერით განხორციელდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა