25 დეკემბერი 2014 წელი
ტურიზმის ფაკულტეტის 4 სტუდენტი ერთობლივი პროექტის - ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“ ფარგლებში ნორვეგიაში გაემგზავრება. ახალგაზრდები ტელემარკის უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ისწავლიან და საბაკალავრო ნაშრომზე იმუშავებენ. სტუდენტები გაეცნობიან ნორვეგიის სასოფლო ტურიზმს, ზამთრის კურორტების მენეჯმენტს, აგროტურიზმსა და ტურისტული სერვისის ხარისხის ამაღლების საკითხებს. კონკურსში ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის 15 სტუდენტი მონაწილეობდა.
კონკურსანტებთან ტრენინგი ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ აბესაძემ ჩაატარა და საუკეთესო მონაწილეები შეარჩია. გიორგი დოლიძე, ნათია ბერიძე, ანა და ლანა ჩხაიძეები ნორვეგიაში 2015 წლის მარტიდან ისწავლიან. სრულად
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორმა თემურ აბესაძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.