18 მაისი 2015 წელი
უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტისა და ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის ორგანიზებით ორდღიანი სამუშაო სემინარი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მომზადდა ახალი საგრანტო პროექტი ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში რეგიონული ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინტეგრაციის სფეროში განათლება”, რომელიც წარდგენილი იქნება ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრში. პროქტის ხანგრძლივობა 4 წელია, ხოლო ბიუჯეტი 6 მილიონ ნორვეგიულ კრონს შეადგენს. პროექტს საქართველოში კოორდინირებას ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი გაუწევს. მასში ჩართულია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საზღვაო აკადემია.