ტურიზმის ფაკულტეტი

I საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და გერმანიის ევროპული ბიზნესის სკოლის ორგანიზებით I საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ ტარდება. ხუთდღიანი სწავლება მიზნად ისახავს ტურიზმის ინდუსტრიის სიახლეების გაცნობასა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის 30-მდე მონაწილე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: ტურიზმის განვითარების ხედვა და სტრატეგია, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები,   ტურიზმი და ეკოლოგია და ტურიზმი გლობალურ დონეზე. ქართველი და გერმანელი სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მტირალას ეროვნულ პარკში ვორკშოფებს მოაწყობენ და აჭარის მუნიციპალიტეტებში გაემგზავრებიან აგრო, ეთნო და ეკო ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა