16 ოქტომბერი 2015 წელი
წარმატებული საუნივერსიტეტო, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს სიგელები გადასცა. თანამშრომლების დაჯილდოება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო დღეების (2015 წლის 15-17 ოქტომბერი) ფარგლებში ჩატარდა.