ტურიზმის ფაკულტეტი

საერთაშორისო პროექტი მდგრად ტურიზმში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტი პროექტის ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობის’’ ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტში (USN) გაემგზავრება. პროექტი, რომელსაც დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა ხელი, მიზნად ისახავს ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში, კერძოდ კი მდგრადი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. თანამშრომლობა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას, მდგრადი ტურიზმის სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას მოიცავს.

პროექტი 4 წლიანია და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საზღვაო აკადემია მონაწილეობენ.

აღნიშნულ პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი 3 წლის განმავლობაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც 17-მა სტუდენტმა ნორვეგიაში გაიარა გადამზადება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა