11 აპრილი 2016 წელი
2016 წლის 29 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და გერმანიის ევროპული ბიზნესის სკოლის ორგანიზებით II საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ გერმანიაში ქ. ბერლინში ჩატარდება. სწავლება მიზნად ისახავს ტურიზმის ინდუსტრიის სიახლეების გაცნობასა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას. საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ტურიზმის ფაკულტეტის 10 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.