8 ივნისი 2016 წელი
10 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ტურიზმის ფაკულტეტის 78 სტუდენტი 2 ეტაპად, სასწავლო პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან. 2 თვის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ სასტუმროს ყველა ძირითად სტრუქტურულ ერთეულს. თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად ჩაერთონ სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რაც სამომავლოდ, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს. პრაქტიკა უზრუნველყოფილია გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ქ. ბათუმის მერია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი.