7 თებერვალი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნუივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 35 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან. 3 თვის განმავლობაში სტუდენტები გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითად სტრუქტურულ ერთეულს. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, მიიღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც სამომავლოდ, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.
პრაქტიკის ორგანიზატორია შვერინის ბალტიკის კოლეჯი.