1 მარტი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სასტუმრო “Autograph Collection-Shekvetili”-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდა. დავით ყიფიანი სტუდენტებს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების და დასაქმების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
სასტუმროს ხელმძღვანელობა ტურიზმის ფაკულტეტთან სტრატეგიული პარტნიორობის სურვილს გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ სასტუმროს პერსონალის დაკომპლექტება ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებით მოხდება. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის გახსნა 2017 წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.