2 მარტი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სტუდენტებს სასტუმრო “Sheraton Batumi”-ის გენერალური მენეჯერი შეხვდა. აპოსტოლოს პაპატოლიოსი სტუდენტებს აჭარაში სასტუმრო ბიზნესის სამომავლო პერსპექტივებზე, სასტუმროში დასაქმების შესაძლებლობებზე და მათ მოთხოვნებზე ესაუბრა.
სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მომავალი პარტნიორობის ნიშნად ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან საუბრისას სურვილი გამოთქვა ფაკულტეტზე “Sheraton Batumi”-ის სახელით ერთი აუდიტორია შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვოს.