21 მარტი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი როსტომ ბერიძე და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასისტენტ პროფესორი მერაბ დიასამიძე 12-19 მარტს სამუშაო ვიზიტით ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. ზალცბურგის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და ტურიზმის ფაკულტეტთან ერთად ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი ამზადებს საერთაშორისო პროექტს, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში, ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მცირე მეწარმეების სწავლება-კონსულტირებასა და მათ განვითარებას. პროექტს ავსტრიის განვითარების კომპანია დააფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი 1 000 000 ევრო იქნება.
სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა. 2018 წელს დაგეგმილია Erasmus+-ის საგრანტო პროექტის წარდგენა და საპასუხო ვიზიტი