22 მარტი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრეატიული სტარტაპების საქართველოს ჩემპიონატის, სიბისი 2017-ის წარდგინება გაიმართა. ტურნირის მიზანი და მასში მონაწილეობის პირობები ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სიბისი ჯორჯია-ს დამფუძნებელმა გელა სულიმ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ გააცნეს. პრეზენტაციაზე მათ ასევე ისაუბრეს კრეატიული სტარტაპების აჭარის რეგიონალური ტურნირზე, რომელიც ბათუმში 10 აპრილს ჩატარდება. „სიბისი ჯორჯიას“ ეროვნულო ჩემპიონატი ტარდება როგორც ბიზნეს სექტორის ჩართულობით, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ინიცირებული კრეატიული ბიზნეს იდეების, კონკურსის წესით პროექტების მიღებას და საერთაშორისო კონკურსზე წარდგენას.