19 აპრილი 2017 წელი
სასწავლო-პრაქტიკული ხასიათის ტური მოეწყო ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 62 სტუდენტმა ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას, პარხალის, დოლისყანის ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები მოინახულა. ახალგაზრდებმა კულტურულ ტურიზმსა და საექსკურსიო საქმეში პროფესიული უნარ-ჩვევების პირველი გამოცდა ისტორიულ საქართველოში ჩააბარეს.