19 აპრილი 2017 წელი
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, თეიმურაზ აბესაძემ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: ,,სოფლად ტურიზმის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება". ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები სოფლად მდგრადი ტურიზმის განვითარების ნორვეგიულ და საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ. შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა თეიმურაზ აბესაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.