2 ოქტომბერი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს ,,Erasmus+''-ის პერსონალის გაცვლის პროგრამის ფარგლებში, ვილნიუსის სამართლისა და ბიზნესის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორi ლიუდვიკა კაზლაუსკაიტე ეწვია. სტუმარმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,კულტურული განსხვავებები ტურიზმის ბიზნესში’’. შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა ლიუდვიკა კაზლაუსკაიტემ ახალგაზრდებს ლიტვის ისტორიასთან ერთად, კულტურა გააცნო და შეკითხვებს უპასუხა.