
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა კურტ ჰეინც რეიცმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციების ციკლი დაიწყო ტურიზმის აქტუალურ საკითხებზე. გერმანელი ექსპერტი 18 დღის განმავლობაში ლექციებს წაიკითხავს თემებზე: ,,ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი“, ,,საერთაშორისო ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ და ,,საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარება“. ახალგაზრდები ამ პერიოდის განმავლობაში დარგის სიახლეებს გაეცნობიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ.
ბატონი კურტ ჰეინც რეიცი რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ფაკულტეტთან.
უკან |