19 დეკემბერი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე შეხვდა. სტუმარმა ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე, მათ მიერ შემუშავებულ ახალ ტურისტულ მარშრუტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრა გაიმართა „ტუროპრირების“ სასწავლო კურსის ფარგლებში.