ტურიზმის ფაკულტეტი

ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონის ტურიზმის კომისარიატის წარმომადგენლის ვიზიტი

სურათი

ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონის ტურიზმის კომისარიატის წარმომადგენელი მიშელ იანოვსკი ბსუ-ს რექტორის მოადგილეს  სასწავლო დარგში თამარ სირაძეს, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს როსტომ ბერიძესა და ფრანგული ენის მიმართულების პროფესორებს შეხვდა.

მიშელ იანოვსკი გაეცნო უნივერსიტეტის ისტორიას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლის პირობებსა და ორ რეგიონს შორის განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, დაიგეგმა ერთობლივი გაცვლითი პროგრამების ამოქმედება.

მიშელ იანოვსკი უკვე წლებია მუშაობს აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა