30 იანვარი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის „ბალტიკის კოლეჯის“ ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი გერალდ ვეტცელი ეწვია.
ვიზიტის მიზანი გერმანიაში ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში სტუდენტთა პრაქტიკის ორგანიზება, პროფესიული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა იყო.
გერალდ ვეტცელი უკვე 4 წელზე მეტია თანამშრომლობს ტურიზმის ფაკულტეტთან და მისი მხარდაჭერით 400-მდე სტუდენტმა გაიარა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში.