13 აპრილი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე Erasmus+CGHE-ის პროექტის „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინური რეფორმა ტურიზმის მენეჯმენტის და გამოყენებითი გეოინფორმაციის სასწავლო პროგრამაში“ ფარგლებში, გეოსაინფორმაციო და ტურიზმის ტექნოლოგიების ცენტრი შეიქმნა. ცენტრი მოამზადებს სპეციალისტებს გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით კულტურულ მემკვიდეობასა და ტურიზმში, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების დოკუმენტირებაში, და თანამედროვე გეოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო კურსების - კულტურული ტურიზმის, საექსკურსიო საქმის, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის განვითარებას.
პროექტი მიზნად ისახავს კავკასიაში, უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინურ რეფორმას ტურიზმის მენეჯმენტის და გამოყენებითი გეოინფორმაციის სასწავლო პროგრამაში, რომლის ფარგლებში შემუშავდა ახალი სასწავლო კურსები, მოდულები. აღნიშნული პროექტით ტურიზმის ფაკულტეტი აღიჭურვა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.