სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლში
15 დეკემბერი 2017 წელი

სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლში
სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლში
სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლში
სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლში
სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლში
ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე სამეცნიერო მივლინებით ქალაქ სტამბოლში იმყოფებოდა. მკვლევარი 10 დღის განმავლობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტის, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი ყაზბეგის საფლავის დასადგენად მუშაობდა. ექსპედიციის წევრებმა შეისწავლეს სტამბოლის კათოლიკური და მართლმადიდებლური საფლავები და არქივი. აღმოჩნდა მარმარილოს 5 საფლავის ქვა მხედრულით შესრულებული 5 ქართული ეპიტაფიით, რომლებიც წინასწარი მონაცემებით, მე-17-მე-19 საუკუნეებით თარიღდება. ინსტიტუტის არქივს მივლინების დორის გადაღებული ფოტოების ელექტრონული ვერსია გადაეცა.
სრულად