მესამე მისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სკოლებში გრძელდება
30 აპრილი 2024 წელი
მესამე მისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სკოლებში გრძელდება
ბსუს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელმა მაკა მურადაშვილმა მესამე მისიის ფარგლებში ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მომხსენებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში მიმდინარე საქმიანობის შესახებ და მოხსენება გააკეთა თემაზე „მიკროორგანიზმთა ანტაგონიზმი, როგორც ბრძოლის უსაფრთხო საშუალება მცენარეთა დაცვაში”.
სრულად