![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_10224_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა გიორგი თავამაიშვილმა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა, ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა მერაბ დიასამიძემ ერასმუს+-ის პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლაში გამართულ საერთაშორისო კვირეულში. დელეგაციის წევრებმა უცხოელ კოლეგებს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება და სასწავლო-სამეცნიერო პროექტები გააცნეს. ბსუ-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის თანამშრომლებს, ხუთდღიანი საერთაშორისო კვირეულის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.