სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ჩვენ შესახებ

სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი არის  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული.

დეპარტამენტის ამოცანაა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის უზრუნ­ვ­ელყოფა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო საგან­მა­ნა­თლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა, ბოლონიის პროცესში უნი­ვ­ე­­­რ­­სიტეტის სრულფასოვანი ჩაბმის ხელისშეწყობა და საერთაშორისო აღიარ­ების მოპოვებაზე ზრუნვა.

დეპარტამენტის ძირითად  უფლებამოსილებას წარმოადგენს კონტაქტების დამყარება საზღვარგარეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებთან. ასევე საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების, საერთაშორისო პროექტების (საგრანტო პროექტების) შესახებ ინფორმაციის მიღება-გავრცელება და მათში უნივერსიტეტის ჩართვაზე ზრუნვა და შესაბამისი პროექტების მომზადება-განხორციელებისთვის უნივერსიტეტის პერსონალისთვის საკონსულტაციო მომსახურება. დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ინფორმაციის გავრცელება, ასევე საპროტოკოლო სამსახურის უზრუნველყოფა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა და დიპლომატიური უწყებების დელეგაციების მიღების ორგანიზება, თანამშრობლობის განვითარება ბოლონიის პროცესში მონაწილე ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან,  უცხოელ სტუდენტთა მომსახურება, სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა და საკონსულტაციო მომსახურება საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.

დეპარტამენტის უფლებამოსილებაა ასევე უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონი­სძიე­ბ­ე­ბისა და აქტივობების სათანადოდ განხორციელების კოორდინაცია, პარტ­ნი­ორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის შესაძლებ­ლო­ბების რეკლამირებაზე ზრუნვა და სხვა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო ცე­ნ­ტრებთან პარტნიორობით უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსო­ნა­ლ­­ის პროფესიული ზრდისადა მხარდაჭერის პროგრამების ხელშეწყობა-განხ­ორ­ციელება (სტაჟირება, სწავლება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, სხვა­დასხვა დარგის გამოჩენილი მეცნიერების ლექციების ჩატარების მიზ­ნით მოწვევის ორგანიზება და ა.შ.) ეს არის ის  პრიორიტეტული მიმართულებები, რაც სამსახურის დებულებით არის განსაზღვრული.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა