სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საზაფხულო სკოლა ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთი)

ბსუ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში   აცხადებს შესარჩევ კონკურსს ათათურქის უნივერსიტეტის (ერზრუმი, თურქეთის რესპუბლიკა) საზაფხულო საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ბსუ-ს  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის.

საზაფხულო სკოლის პერიოდი: 23/06/2019-06/07/2019

რაოდენობა: 2 სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს მეორე ან მესამე სასწავლო წლის აქტიური სტატუს მქონე სტუდენტი;
  • აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს  ინგლისური ენის ცოდნის  ( არანაკლებ B1.2) დამადასტურებელი ცნობა.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას, საერთო საცხოვრებელს, კვებას, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2019  წლის 30 მაისი (ბსუ-ს კანცელარია, ოთახი #1).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა