სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

პროექტი „ინტერნაციონალიზაციის ახალი ჰორიზონტები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს შვედეთის ინსტიტუტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების” პროგრამით დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში „ინტერნაციონალიზაციის ახალი ჰორიზონტები“. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ციფრული,  ინტერნეტ რესურსებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ინსტრუმენტებითა და თემატურ შეხვედრებზე  დაგეგმილი ინტერნაციონალიზაცია პარტნიორ ქვეყნებს შორის (შვედეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი).

პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 4-5 აპრილს, მოლდოვის რესპუბლიკაში, ალეკუ რუსეს ბელცის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  სტრატეგიული განვითარების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა  გიორგი თავამაიშვილმა, მთავარი სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გულადი ფარტენაძემ. პროექტის მონაწილეები შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ პარტნიორ უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის გამოწვევების საკითხებზე.
მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა 21-24 მაისს, ოდესაში, ილია მეჩნიკოვს სახელობის უკრაინის ეროვნულ უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ სირაძემ, სტრატეგიული განვითარების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა გიორგი თავამაიშვილმა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გულადი ფარტენაძემ. შეხვედრაზე განიხილეს პარტნიორ უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის პროცესში სიახლეებზე დაფუძნებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა