სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ზალცბურგის უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის დამატებითი კონკურსი

სურათი

გამოცხადდა დამატებითი კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.  მობილობა განხორციელდება ზალცბურგის უნივერსიტეტში,   2020-2021  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
    • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
  • უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2020 წლის 7 დეკემბრიდან - 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე)

https://registration.bsu.ge/ და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge.

დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მეორე ეტაპი:

სტუდენტების ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე)- 2020 წლის 18 დეკემბერი (11:00 საათი);

მესამე ეტაპი :

 გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2020 წლის 18 დეკემბერი (13:30 საათი).

სტიპენდია მოიცავს:

1. უფასო სწავლას;

2. თვიურ სტიპენდიას;

3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

დანართის სახით იხილეთ სასწავლო ხელშეკრულება და განცხადების ფორმა.

  განცხადების ფორმა
  სასწავლო ხელშეკრულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა