სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ში სტუდენტთა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერასმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ / E-PSY (Establishment of Psychological Counseling Centers at Georgian HEIs for Students (E-PSY) - 617980-EPP-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ხორციელდება.

ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში, ბსუ-ში იგეგმება სტუდენტთა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბება. ცენტრში გამოცდილი ფსიქოლოგები სტუდენტებს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდთან და ერთობლივად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს  ცენტრებში სტუდენტებთან მუშაობის საკითხზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების შესახებ სტუდენტთა გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო და თავისი აზრი დააფიქსირა  978-მა სტუდენტმა. კვლევის შედეგები დაეხმარება პროექტის განმახორციელებლებს, უკეთ შეისწავლონ სტუდენტთა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის კოორდინატორია ბსუ-ს პროფესორი მარინე აროშიძე, პროექტში ჩართული არიან ბსუ-ს პროფესორი გურამ ჩაგანავა, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბერიძე, ასოცირებული პროფესორი ნინო აროშიძე, ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა