სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის დამატებითი კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია)  შემდეგი მიმართულებებით: ფარმაცია, ქიმია და ბიოლოგია.

მობილობის განხორციელების პერიოდი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

შენიშვნა: ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის აუცილებელია გერმანული ენის ფლობა B1 დონე.

მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა B2 დონე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:

ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;

არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;

ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;

კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;

კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);

უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი საბუთების მიღება - იწარმოებს 2021 წლის 24 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით (18:00 საათამდე);

დოკუმენტები და განცხადება (იხილეთ დანართი 1) უნდა გამოაგზავნოთ დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge და ასევე განცხადება უნდა წარმოადგინოთ პორტალზე (რექტორის სახელზე) და თან დაურთოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.

გაითვალისწინეთ, დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეორე ეტაპი - ტესტირება უცხო ენაში - ინგლისური ენა და გერმანული ენა 2021 წლის 15 ივნისი;

მესამე ეტაპი  - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან 2021 წლის 17 ივნისი.

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);

Europass CV (ინგლისურ ენაზე);

მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);

ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);

ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);

სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);

Europass CV (ინგლისურ ენაზე);

მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);

ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);

ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);

სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);

ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),

დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

სტიპენდია მოიცავს:

თვიურ სტიპენდიას - 850 ევროს;

ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით erasmus@bsu.edu.ge

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დანართის სახით იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების ნიმუში და განცხადების ფორმა.

  განცხადება
  სასწავლო ხელშეკრულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     
სიახლის გამოწერა