სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასოცირებულმა პროფესორმა ივდით დიასამიძემ მინიოს უნივერსიტეტში ლექციები ჩაატარა

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ივდით დიასამიძემ მონაწილეობა მიიღო „ერაზმუს+“-ის მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში (KA107 ERASMUS+ Programme – International Credit Mobility PEERS)  და 2021 წლის  22-26 ნოემბერს, ქალაქ ბრაგაში (პორტუგალია), მინიოს უნივერსიტეტში ლექციები ჩაატარა. ასოცირებულმა პროფესორმა ივდით დიასამიძემ განათლების ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს გააცნო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:  განსხვავებული მიდგომები ვიზუალურ ენასთან მიმართებაში; ვიზუალური ხერხები მხატვრულ ლიტერატურაში (საბავშვო ლიტერატურაში); მკითხველამდე მთავარი სათქმელის მიტანის ვიზუალური ხერხები; ინგლისური ენის კრეატიულად სწავლება.

ვიზიტი მიზნად ისახავდა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენას, მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიების დაგეგმვასა და განვითარებას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა