სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამები

ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის მიერ გამოცხადდა ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამები როგორც სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე.

სამაგისტრო პროგრამები და ინტეგრირებული კვლევები განსაზღვრულია სწავლის ხანგრძლივობის 2 წლამდე ვადით. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მულზე: http://studyin.lt/scholarships/full-time-masterdegree-studies/

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები 840 ევროს. ასევე, მიიღებენ გრანტს რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაციის განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/

ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაციის განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა