![გადიდება სურათი](//bsu.ge/text_images/ge_pic_17045_1_s.jpg)
ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები ხათუნა ხაბაძე და ლელა თავართქილაძე „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 6-10 ივნისს იმყოფებოდნენ ვროცლავის ჯანმრთელობისა და სპორტის მეცნიერებათა უნივერსიტეტში „პოლონეთი“. ვიზიტის მიზანი არსებული თანამშრომლობის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გაცვლა და სამომავლო პროგრამების შემუშავებისა და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობების გზების დასახვა იყო.