13 ივლისი 2023 წელი
![გადიდება სურათი](//bsu.ge/text_images/ge_pic_17126_1_s.jpg)
20-24 ივნისს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) პროფესორი ანდრეი კრაევი იმყოფებოდა. ანდრე კრაევმა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებთან გამართა შეხვედრები და გააცნო ინფორმაცია მშობლიური უნივერსიტეტის შესახებ.