სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასისტენტ-პროფესორი მარიამ კორინთელი ბულგარეთის, რუსეს ანჯელ კანჩევის უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

15-19 მაისს, „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის მობილობისა და კვირეულის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ კორინთელი ბულგარეთის, რუსეს ანჯელ კანჩევის უნივერსიტეტს ეწვია. კვირეულის განმავლობაში მარიამ კორინთელმა ჩაატარა ლექციები დაწყებითი განათლების პროგრამის სტუდენტებისთვის თემაზე: „საბავშვო ლიტერატურა - მიმდინარე პროცესები და ტენდენციები“. ლექციების ბოლოს ჩაატარა შემეცნებითი აქტივობა - ვიქტორინა წიგნების ილუსტრაციების გამოცნობაზე, რაშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

ერაზმუსის კვირეულის ფარგლებში მარიამ კორინთელმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში „ჰიბრიდული სწავლების ნაკლი და ღირსება“, ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია ბათუმის უნივერსიტეტის შესახებ. საერთაშორისო სადილზე, სადაც კვირეულის მონაწილეებმა ნაციონალური სამზარეულო წარმოადგინეს, მარიამ კორინთელმა წარადგინა ქართული ღვინოები პრეზენტაციით „საქართველო - ღვინის სამშობლო“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა