სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კვირეული მიკოლას რომერის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნუნუ ჯაფარიძემ, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში. 19-23 ივნისს, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვირეული მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ნუნუ ჯაფარიძე შეხვდა როგორც მიკოლას რომერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე უცხოელ კოლეგებს და გააცნო ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტთან.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღო 11 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა