სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვროცლავის ჯანმრთელობისა და სპორტის მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

17-21 ივლისს „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვროცლავის ჯანმრთელობისა და სპორტის მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელი მონიკა კლეშჩი სტუმრობდა. ერთი კვირის განმავლობაში მონიკა კლეშჩი ეცნობოდა სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, ასევე, ის შეხვდა ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლელა თურმანიძეს მომავალი საერთო საქმიანობის დასაგეგმად.

შეხვედრების დროს დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების შემუშავებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების გზები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა