სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბუქარესტის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

 

11-21 ივლისს „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუქარესტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროფესორი, სტეფან კატალინ კონსტანტინი, პროფესორი კრისიტინა მონიკა რუსიეცკი და პროფესორი კრისტინა მადალინა ბოგდანი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში წარმომადგენლები შეხვდნენ რექტორის მოადგილეს, პროფესორ თამარ სირაძეს, სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსს, თამარ მაჭუტაძეს, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბსუ-ს ერაზმუს+ კოორდინატორს ნანა ყურშუბაძეს. შეხვედრაზე   განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა