სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულზე

სურათი

ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მარინე გიორგაძემ და უფროსის მოადგილემ, ბსუ-ს „ერაზმუს+“-ის კოოდინატორმა ნანა ყურშუბაძემ,  22-26 აპრილს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში „გაცვლითი პროგრამების მენეჯმენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

რუანის ნორმანდიის  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სხვადასხვა ოფისის  წარმომადგენლებმა  თავისი გამოცდილება გაუზიარეს უცხოელ კოლეგებს და განიხილეს აქტუალური თემები:  „საერთაშორისო პარტნიორობა და ზოგადი ინფორმაცია მობილობის თაობაზე“, „საერთაშორისო პროექტები, გაცვლითი სტუდენტების (outgoing, incoming) მენეჯმენტი“, „როგორ ჩავრთოთ აქტიურად აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ინტერნაციონალიზაციის პროცესში“, „განსაკუთრებული საჭიროების სტუდენტების ჩართვა გაცვლით პროგრამებში (ინკლუზია)“.   თემების განხილვა ინტერაქციულად წარიმართა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, იდეებისა და გამოცდილების გაცვლის პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა