სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასისტენტ - პროფესორ ნინო დევაძის ვიზიტი კორდობას უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი ნინო დევაძე  „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის და "საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში 2024 წლის 5-11 მაისს  კორდობას უნივერსიტეტში (UCO) იმყოფებოდა. "საერთაშორისო კვირეულის" განმავლობაში  სამუშაო შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში და სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან. ნინო დევაძემ ერთი კვირის განმავლობაში სემინარები ჩაატარა ტურიზმის მდგრადი განვითარების აქტუალურ  საკითხებზე ტურიზმის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა