სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ში სტაჟირება გაიარეს ბელგიელმა სტაჟიორებმა, ფრანსუა დელემ და სოფი კონსტანტინმა

სურათი

ბელგიელმა სტაჟიორებმა, ფრანსუა დელემ და სოფი კონსტანტინმა,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ევროოდისეას“ ფარგლებში, სტაჟირება გაიარეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  სტაჟიორებმა ფრანგული ენის პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს რომანული ფილოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად. სტაჟირება სამი თვე გრძელდებოდა. ფრანკოფონი სტაჟიორების ჩართულობა ფრანგული ენის პრაქტიკულ მეცადინეობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებაში, საკომუნიკაციო და ინტერკულტურული უნარების განვითარებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა