ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მიუნსტერის უნივერსიტეტში https://www.uni-muenster.de/en / (გერმანია).
მიმართულება:
გერმანული ფილოლოგია
ადგილების რაოდენობა (2)
გერმანული ენის დონე მინიმუმ (B1)
მობილობის პერიოდია 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი (აპრილი-ივლისი).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
ბაკალავრიატის საფეხურის I, II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
CV- Europass;
-
მოტივაციის წერილი;
-
ნიშნების ფურცელი;
-
არსებობის შემთხვევაში, გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - მინიმუმ B1.
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2024 წლის 9 დეკემბრამდე (12:00 საათამდე)
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების სასურველი ენა და დონე (გერმანული B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
2024 წლის 9 დეკემბერი, 16:00 საათი - ტესტირება გერმანულ ენაში.
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს გერმანულ ენაში:
მეორე ეტაპი
2024 წლის 10 დეკემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
სტიპენდია მოიცავს:
-
უფასო სწავლას;
-
თვიურ სტიპენდიას;
-
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge