
16-20 დეკემბერს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ჰელენიკის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი არგირო მოუდაცოუ.
მან სალექციო მეცადინეობები ჩაატარა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თემაზე „ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკის ზრდა“ .
ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს.