სტიპენდია განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე გერმანიის უნივერსიტეტებში. პროგრამა ღიაა ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის, გარდა ხელოვნებისა და მუსიკისა.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტის ნომინაცია პირველ რიგში უნივერსიტეტის პროფესორმა უნდა წარადგინოს.
ნომინაციები უნდა იყოს წარმოდგენილი ციფრულად ვებგვერდის www.you-and-europe.de მეშვეობით.
ნომინაციების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 მარტი.
ყველა სააპლიკაციო დოკუმენტის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მარტი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამებისა და სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://www.toepfer-stiftung.de/en/what-we-do/you-and-europe