სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასისტენტ პროფესორ ნათია ბერიძის ვიზიტი კროსნოს გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (პოლონეთი)

სურათი

2025 წლის 7-11 აპრილს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია ბერიძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდა კროსნოს გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (პოლონეთი). ნათია ბერიძემ ლექციები წაიკითხა და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა II და III კურსის სტუდენტებთან მასპინძლობის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ნათია ბერიძე გაეცნო საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს, ასევე შეხვდა უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა