
2025 წლის 31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით „ერაზმუს +“- ის გაცვლითი პროგრამის აკადემიური მობილობის ფარგლებში, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ასოც. პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა წაიკითხა 8 საათიანი სალექციო კურსი „შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკისა და თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის გამოწვევების“ შესახებ.