
2025 წლის 19-23 მაისს, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონსორციუმის ფარგლებში (PEERS) პორტუგალიის მინიოს უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი რუი რამოსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა რამოსმა ჩაატარა ლექციები, პრაქტიკული სემინარები და სამუშაო შეხვედრები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ასევე, პროფესორი რამოსი შეხვდა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ფაკულტეტის დეკანს და გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს, დეკანატის და დეპარტამენტების მუშაობას.