სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი „ნეოფიტ რილსკის" სამხრეთ - დასავლეთ უნივერსიტეტში

სურათი

2025 წლის 12-16 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლისა და საჯარო მმართველობის  დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი სალომე კარალიძე ერასმუს +-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბულგარეთის "ნეოფიტ რილსკის" სამხრეთ - დასავლეთ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. სალომე კარალიძემ ჩაატარა 8 საათიანი სალექციო კურსი ქართული სამართლის სისტემის განვითარებაში  ევროინტეგრაციის გავლენის  შესახებ.  

ვიზიტის ფარგლებში იგი მოხსენებით წარსდგა რობერტ შუმანის დეკლარაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციაზე - "ახალი იდეა ევროპისათვის - ისტორიული შეფასება და მომავლის პერსპექტივები". 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა